„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, პოლიციას აღარ გააჩნია მორალი. მისივე განცხადებით, სამართლიანი არჩევნები ქვეყანაში უნდა ყველას, გარდა ბიძინა ივანიშვილისა.
„არსებობს გამოთქმა, რომ ერთი გაფუჭებული ვაშლი კალათში ყველას გააფუჭებს. აი, ამ მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა - ერთი დამპალი ადამიანი ადამპლებს ყველაფერს, სვრის ყველაფერს. ადამიანებს მოაქვთ შეშა იმიტომ, რომ გათბნენ და ეს კუნთმაგარი ბიჭები ეჩხუბებიან გოგოებს. ამის მერე რა მორალზე უნდა ველაპარაკოთ - ამის მერე პოლიციის მორალი რა იქნება, ქალებთან აჩხუბებენ იმის გამო, რომ არ გაიყინონ? დალპა თევზი, ყარს - აი, ეს არის ივანიშვილის საქართველო დღეს. ჩვენი ამოცანაა, რომ ის ვიგინდარები პარლამენტში არ შევიდნენ. დღეს ქართველი პოლიციელები მოიქცნენ შევარდნაძის მთავრობის მეთოდებით - ქალებს წაართვეს შეშა გასათბობად. მე საკუთარი წარსული, ისევე როგორც ყველას, ძალიან კარგად გვახსოვს. მაგრამ დღეს საუბარია აწმყოსა და მომავალზე. ძალიან ბევრი ახალგაზრდაა, რომელსაც არც ძველი და არც ახლანდელი ხელისუფლება აღარ არ ეხატება - მათ უნდათ თავისუფალი არჩევნები“, - აცხადებს გიგი უგულავა.
შეგახსენებთ, რომ პიკეტის დაწყების შემდეგ პარლამენტთან შეშის მიტანაში აქტივისტებს ხელი პოლიციამ შეუშალა.