logo
ENG



უგულავა: ჩვენ ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან ჭაობში გადავეშვებით

06 დეკ 201915:35
3 წუთის საკითხავი
 
urha448bn7bd2vr.jpg

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხაფანგშია.

„ივანიშვილი უკვე ხაფანგშია. რასაც ვუყურებთ გავეშებულ ველურობას, ეს იმის ნიშანია, რომ ივანიშვილი ხაფანგშია და ჩვენი ამოცანაა წავართვათ ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის. დაგვიბრუნეთ პროპორციული არჩევნები და მერე დავეჭიდოთ ერთმანეთს. თუ მას ამ ხაფანგიდან გამოსვლა უნდა, გასაღები ჩვენს ხელშია.

სანამ კისრამდე არ შესულა ხაფანგში, სანამ მერე ქრისტე ღმერთი ვერ გამოიყვანს, იქამდე უნდა მოეგოს გონს. მოსაწონი ივანიშვილის კი არ უნდა იყოს ხელისუფლება და ოპოზიცია, მოსაწონი უნდა იყოს თქვენი, ხალხის. ჩვენ ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან ჭაობში გადავეშვებით“, - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა დაპირება არ შეასრულა და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს საპროტესტო აქციები. მოთხოვნა ერთია - ჩატარდეს არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ არჩევნები 2020 წელს შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.


close დახურვა