logo
ENG



უგულავა: ჩვენ ვაპირებთ ხუთშაბათს მოვაწყოთ პიკეტი

16 დეკ 201920:29
3 წუთის საკითხავი
 
6xwug1z7a8m160x.jpg

გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა, რომელიც ლეიბორისტულ პარტიის ოფისში იმართებოდა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. ოპოზიციის შეთავაზება კვლავ უცვლელია, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, ისინი ისევ აქციებს გეგმავენ. დღევანდელი შეხვედრის თემა ოპოზიციის სამომავლო გეგმები იყო, ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, ისინი პარლამენტის პიკეტირებას ამ კვირაშიც გეგმავენ, ხოლო შაბათ-კვირას აქციებს რეგიონებში აანონსებენ.

„ამ კვირას ჩანიშნულია პარლამენტის რიგგარეშე სხდომები და ჩვენ ვაპირებთ ხუთშაბათს მოვაწყოთ პიკეტი და არ მივცეთ შესაძლებლობა მზაკვრული საქმეების კეთების, პარასკევს ჩანიშნულია მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ამ წელს და ჩვენ ველით უმრავლესობა მოვიდეს თავისი შემხვედრი წინადადებებით, ჩვენი წინადადება მათთვის ცნობილია და შემდეგ უკვე შაბათს და კვირას ჩატარდება მანიფესტაციები ზუგდიდსა და ბათუმში“,-განაცხადა გიგი უგულავამ.

ჯერჯერობით უცნობია რა გეგმა აქვს ხელისუფლებას. მმართველი გუნდი არც მრავალ მანდატიანი მაჟორიტარული ოლქებს და არც გერმანულ მოდელს ეთანხმება რომელსაც არაკონსტიტუციურს უწოდებს.  

ოპოზიცია - „ქართულ ოცნებას“ შორის დიალოგის მორიგი რაუნდი პარასკევსაა დაგეგმილი, თუმცა ჯერ არავინ იცის რა წინადადებით მიდის ივანიშვილის გუნდი შეხვედრაზე.  

 


close დახურვა