პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან დემონსტრანტები ძმები ზუბალაშვილების მიმართულებით დაიძრნენ. როგორ ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებენ, ისინი დააკვირდებიან, როგორ შევლენ პარლამენტში დეპუტატები.
“დავაკვირდებით, რომელ უკანა ხვრელში შეძვრებიან. ძალიან მეუხერხულება, რომ პროქტოლოგიური საუბრები გვიწევს, მაგრამ დავდგებით და დავაკვირდებით როგორ და საიდან შეძვრებიან პარლამენტარები, რომ სკამები დაიკავონ. ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ ყოველთვის ასე ღობეებში, სამარცხვინოდ იარონ პარლამენტარებმა. ვაჟა სირაძე ნორჩი არითმეტიკოსი რომაა, ის არის? არასერიოზული კაცია და როგორ გავაკეთო კომენტარი. პოლიცია შეშის ქურდებად აქციეს, ფიჩხებს დასდევდნენ. რკინის ჯებირებთან დავდგებით, სადღაც შეძვრა იგერ მათიკაშვილიო, გვირაბებიც აქვს ამ შენობას და იქიდან შემოიყვანენ. იმსახურებენ მხოლოდ ერთს - რკინის ჯებირებით უნდა გადაადგლიდებოდნენ და ხვრელებიდან ძვრებოდნენ. "ოცნების" დეპუტატებს თავმოყვარეობა არ გააჩნაიათ, მაგრამ ხალხი მაინც დაინახავს, როგორი უთავმოყვარეო ნახირი ჰყავს იქ შეყრილი ივანიშვილს. ინაწილებენ დღეს თანამდებობებს - ვინმეს აინტეერსებს, სად დაწინაურდებიან? ესენი ვერ ხვდებიან რა არის მთავარი - მთავარია, რომ სამართლიანობის განცდა განულებულია, ივანიშვილი გათავებულია, პირდაპირ დაიწყო ნარატივი, რაც ავტოკრატიას აფორმებს და ჩაგვაბარებს რუსეთს. თქვენ თუ რამე შეგეფერებათ, ნამდვილად არის „ცხოველთა ფერმა“, მართლა „სკვოტნი დვორი“ აქვთ მოწყობილი", - განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დღეს სამი სხდომაა ჩანიშნული. ამავდროულად, მოსახლეობა და ოპოზიციური პარტიები აქციას მართავენ.