„სრულიად ცალსახაა, რომ ეს არის 8 მარტის შეთანხმების კიდევ ერთი უგულებელყოფა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც უგულავამ აღნიშნა, ხელისუფლება თავის დროზე ოქრუაშვილს „იყენებდა“, ხოლო მას შემდეგ, რაც ის პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთო, ბრალი წარუდგინეს.
„ჩვენ ვნახეთ, რომ როდესაც აწყობდათ, ოქრუაშვილი მათთვის იყო მოწმე, რომლითაც იქ მსჯავრდებულები წარმოიქმნენ. ახლა, როდესაც მათ ოქრუაშვილის აღარ მოსწონთ, ბრალი წაუყენეს. ამიტომ, იმთავითვე პოლიტიკური მოტივები ამ საქმეში იკვეთებოდა. ამავე დროს, 8 მარტის შეთანხმება ცალსახად გულისხმობს გარკვეულ პერიოდში მორატორიუმს და წინასაარჩევნო პერიოდში ამ საქმეების რევიზია არ უნდა მოხდეს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრსა და ზურაბ ადეიშვილს რობაქიძის საქმეზე უბლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. მათ ბრალი ხანდაზმულობის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, 2019 წლის ნოემბერში წაუყენეს.