logo
ENG



უგულავა შოთაძის აღიარებაზე: ესაა ნათელი დადასტურება ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის

04 თებ 202017:08
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი შოთაძის განცხადებას გამოეხმაურნენ „ევროპულ საქართველოშიც“. გიგი უგულავას თქმით, ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ შოთაძეს გარკვეული როლი ჰქონდა შეხვედრაზე და ამიტომ იყო მიწვეული.

„შოთაძე მაინც დარჩება იმ პროკურორად, რომელმაც საქმეები გააყალბა და რუსი ბიზნესმენის „რაზბორკაზე“ იყო ჩვეულებრივი ნოტარიუსი, ეს არის ნათელი დადასტურება ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის და ნიშნავს, რომ თავისუფალი ბიზნესი ქვეყანაში ვერ სუნთქავს. ეს ყველაფერი დაბნეულად გადმოსცა შოთაძემ ორ წინადადებაში“, - აცხადებს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭოსთან გასაუბრებისას ოთარ კახიძის კითხვაზე პასუხად ირაკლი შოთაძემ აღიარა, რომ ბიძინა ივანიშვილს, მამუკა ხაზარაძესა და ვანო ჩხარტიშვილს შორის გამართულ შეხვედრას თავადაც ესწრებოდა. მისი განმარტებით, ის შეხვედრაზე შემთხვევით მოხვდა.


close დახურვა