logo
ENG



უგულავას ადვოკატმა შალვა თადუმაძის აცილების შუამდგომლობით საკასაციო სასამართლოს მიმართა

09 თებ 202019:36
3 წუთის საკითხავი
 

უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლე - შალვა შავლიაშვილი, შალვა თადუმაძე და მერაბ გაბინაშვილი -  გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის გარეშე, 10 თებერვალს მიიღებს.

დაცვის მხარე ხვალინდელ სასამართლო პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებს. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის უფლებადამცველი აცხადებს, რომ ხელისუფლება გიგი უგულავას დასაკავებლად ყველაფერს აკეთებს.

უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თადუმაძის აცილების შუამდგომლობით საკასაციო სასამართლოს უკვე მიმართა.

„ევროპულ საქართველოში“ პროცესებს პოლიტიკურ დევნას უკავშირებენ. მათი თქმით, უკვე მსჯავრმოხდილი საქმის საკაციო სასამართლოში შებრუნება მისი პოლიტიკური ველიდან ჩამოცილებას ემსახურება.

გიგი უგულავას და სხვა პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ აღძრული საქმეები, კრიტიკული მედიის ხელმძღვანელების საგამოძიებო უწყებებში დაბარებები, სამოქალაქო აქტივისტების წინააღდეგ დაწყებული დევნა - ყველა ამ საქმეს ქართული ოცნების ოპონენტები პოლიტიკურ რეპრესიებად აფასებენ. ამბობენ, რომ საარჩევნო წლის მოახლოებასთან ერთად მოიმამატებს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები.

პოლიტიკურ დევნასა და რეპრესიებს გამორიცხავენ მმართველ გუნდში. ე.წ. თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე უზენაესი სისმართლო გადაწყვეტილებას 1 წლისა და 2 თვის დაგვიანებით მიიღებს. პროკურატურა უგულავას გასამართლებას 48 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვისთვის ითხოვს. ამავე საქმეზე უგულავას საქალაქო სამართლოში გაფლანგვა არ დაუდგინდა და 1 წლითა და 3 თვით პატიმრობა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, 2018 წელს შეეფარდა. 


close დახურვა