logo
ENG



უგულავას დაპატიმრება ქართული ოცნებისთვის სუიციდალურია - კანდელაკი

12 თებ 202012:46
3 წუთის საკითხავი
 

 

ოპოზიცია შეერთებული შტატებისა და ევროპარლამენტის მხრიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კრიტიკას ეხმაურება. როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, დასავლური სამყაროსთვის მმართველი გუნდის ქმედებები შოკისმომგვრელია.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, თამარ კორძაიას თქმით, უგულავას დაკავება იყო გზავნილი, რომ „ოცნებას“ საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებები და ადამიანის უფლებები არ აინტერესებს.

„გიგი უგულავას დაკავება არის ცალსახად გზავნილი, რომ არ აინტერესებს ადამიანის უფლებები, არავითარი სტანდარტი დემოკრატიის. აქედან გამომდინარე, შოკისმომგვრელია დასავლური სამყაროსთვის ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. ცალსახად ყველა ხაზს უსვამს, რომ ისინი არიან ქართველი ხალხის გვერდით, მაგრამ არა კორუმპირებული და ძალადობით სავსე ხელისუფლების მხარეს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელკმა აღნიშნა, უგულავას დაპატმრებით "ქართული ცონება" კიდევ უფრო დიდ იზოლაციაში მოექცა და მათვის ინტერესში უნდა შედიოდეს ამ მიმართულებაზე უარის თქმა. 

„ეს იზოლაცია მხოლოდ გაღრმავდება. „ქართული ოცნება“ გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოჩნდება როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით. რაოდენ დამოკიდებულია ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის და აშშ-ს კეთილგანწყობაზე და მხარდაჭერაზე, ამას ახსნა არ სჭირდება. ასე რომ „ქართული ოცნებისვე“ ინტერესშია, რომ ხელი აიღოს ამ მათთვის სუიციდალურ გეზზე, რომელიც აიღო ივანიშვილმა „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის დაპატიმრებით. ესეთი ინტენსივობის წნეხი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს“, - განაცხადა კანდელაკმა.

საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკაზე ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემაც. მისი თქმით, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების აუცილებლობაზე უკვე არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც საუბრობენ.

„ეს ორი სცენარი, რომელზეც საუბრობენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც, ეს არის მშვიდობიანი გადაბარება ხელისუფლების და მეორე - პლაჰოტნიუკის სცენარი ბიძინა ივანიშვილისთვის. ეს ორი სცენარი არის უკვე რეალობა და მან სწორედ უნდა აირჩიოს რომელ სცენარს გაყვება. მგონია, რომ თუ იგი შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას და შეეცდება როგორც ჩანს, გიგის დაკავება ამის მაგალითია, მისი ბედი, როგორც პლაჰოტნიუკის ბედი, იქნება იდენტური“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 


close დახურვა