logo
ENG



უგულავას საქმეზე ე.წ. ოქროს მოწმის გამოკითხვა მიმდინარეობს

05 დეკ 201915:49
3 წუთის საკითხავი
 
t9nnnoii7c2e4cf.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში, გიორგი კაპანაძის, ე.წ. „რიჟას“ დაკითხვა მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ მთავარი მოწმე თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას. სწორედ კაპანაძის განაცხადის საფუძველზე, ფულის გათეთრების ბრალდებით, უგულავა 2014 წელს ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდა.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ გიგი უგულავას ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიებიდან გადმორიცხული ფულის საქართველოში განაღდება, არჩევნებისთვის სჭირდებოდა. თავად კაპანაძე კი გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო, ისევ ინარჩუნებს გავლენიანი ბიზნესმენის სტატუსს.


close დახურვა