logo
ENG



უგულავას საქმეზე უზენაესის გადაწყვეტილება ოპონენტების დევნის გაგრძელებაა - არასამთავრობოები

11 თებ 202017:17
3 წუთის საკითხავი
 
sfhrrj65feq63rv.jpg

არასამთავრობო ორგანიზაციები გიგი უგულავას დაპატიმრებას პოლიტიკური ოპონენტების მიმართ დევნის გაგრძელებად აფასებენ და ამბობენ, რომ მსგავსი ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ კურსს. გავრცელებულ განცხადებას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

„ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით 2020 წლის 10 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გიგი უგულავას წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს, რომლის თანახმადაც ოპოზიციური პარტიის ლიდერს საბოლოო სასჯელის სახედ სამი წლით, ორი თვით და რვა დღით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მიგვაჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის ხელისუფლების მიერ ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის გაგრძელება და იგი რამდენიმე თვალსაზრისით არის პრობლემური: გიგი უგულავას წინააღმდეგ წარმართული საქმე მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა, ხელისუფლებამ ამ ნაბიჯით უარი თქვა ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე და, ასევე, აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ უგულებელყო ქვეყნის ინტერესები და დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციები", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას მიმართ უზენაესმა სასამართლომ ე.წ. ფონდის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გუშინ, 10 თებერვალს გამოიტანა.


close დახურვა