logo
ENG



უგულავას საქმის ოქროს მოწმეს დაცვის მხარე ყალბს უწოდებს

04 დეკ 201919:30
3 წუთის საკითხავი
 
bd9vxbgstrbsm0d.jpg

„რიჟას“ სახელით ცნობილი ბიზნესმენი, გიორგი კაპანაძე, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეში პროკურატურის მთავარი მოწმეა. კაპანაძემ სასამართლოს დღეს მოუყვა, როგორ დაეხმარა თბილისის ყოფილ მერს ოფშორული კომპანიებიდან გადმორიცხული ფულის განაღდებაში. სწორედ მისი განაცხადის საფუძველზე, ფულის გათეთრების ბრალდებით, უგულავა  2014 წელს ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ გიგი უგულავას ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიებიდან გადმორიცხული ფულის საქართველოში განაღდება, არჩევნებისთვის სჭირდებოდა. თავად ბიზნესმენი გამოძიებასთან თანამშრომლობამ იხსნა.

გიორგი კაპანაძის მტკიცებით, შუამავალი მათ შორის გიგი უგულავას ყოფილი ნათესავი, გიორგი ღონიაშვილი იყო. თბილისის ყოფილ მერს კი ამ საქმეზე მხოლოდ ერთხელ, სპორტის სასახლეში საკალათბურთო მატჩზე შეხვდა. კაპანაძის თქმით, დარბაზში ხმაური იყო და ამ საუბარს მოწმე არ ჰყავს. დაცვის მხარე საქმეს შეკერილს უწოდებს, ოქროს მოწმეს კი - ყალბს. პროცესს გიგი უგულავა არ ესწრებოდა. მისი თანაგუნდელები კი აცხადებენ, რომ ეს საქმეც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სცენარის ნაწილია.

გიორგი კაპანაძის დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ გაგრძელდება.

 


close დახურვა