logo
ENG



უდუმაშვილი: ბიძინამ სადაც უნდა წაიყვანოს და იქ დაისვას დეპუტატები

25 ნოე 201918:57
3 წუთის საკითხავი
 
u0rd5ebec7euga6.jpg

რესპუბლიკის მოედნიდან ოპოზიციური პარტიების მსვლელობა დაიწყო. მსვლელობისას „ფორმულასთან“ საუბრისას ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ აქცია არ დაიშლება და პარლამენტის პიკეტირების გეგმა კვლავ ძალაში რჩება.  მისივე თქმით, აქციის მონაწილეები არ მისცემენ საშუალებას ბიძინა ივანიშვილის დეპუტატებს, რომ შევიდნენ პარლამენტში.

„ჩვენდა სამწუხაროდ მეტი სივრცე პროტესტის გამოსახატად არ დაგვრჩა, ვიდრე ქუჩა. საკანონმდებლო სივრცე ბიძინამ ჩაკეტა, ყველა სამართლებრივი სივრცე დახურულია, ჩვენ გავაგრძელებთ ქუჩის პროტესტს და ვიქნები ამაში ძალიან მტკიცე. დაგვარბევენ დღეს  - გამოვალთ ხვალ. რობოკოპების რომ გვეშინოდეს, არ ვიდგებოდით დღეს ქუჩაში. რამდენი ადამიანი მოვა და დარჩება პიკეტირებაზე, დაითვალოს ბიძინა ივანიშვილმა. მას ილუზია აქვს, რომ მართავს ქვეყანას - რეალურად ხალხი მართავს ქვეყანას. ჩვენ არ მივცემთ ბიძინას დასმულ დეპუტატებს პარლამენტში შესვლის საშუალებას. მათ არ შეიძლება ვუწოდოთ ხალხის არჩეული დეპუტატები და ბიძინას სადაც უნდა, წაიყვანოს და იქ დაისვას“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მსვლელობა რუსთაველზე მიმდინარე აქციას, „ერთად ერთის წინააღმდეგ“ შეუერთდება.


close დახურვა