logo
ENG



უდუმაშვილი: მარეგულირებლის ინიციატივა იქნება ბერკეტი მედიისთვის ცენზურის დაწესების

07 ივლ 202017:46
3 წუთის საკითხავი
 
mj5bkn0m9u0w6xt.jpg

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაალ უდუმაშვილი მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის საკითხს ეხმაურება.

უდუმაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილებების დაკანონება დიქტატურის ნიშანია. ის პარალელს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მმართველობასთან ავლებს და აცხადებს რომ ივანიშვილი სწორედ ამ გზას ადგას.

მისივე თქმით, ამ კანონით ხელისუფლებას ეძლევა ბერკეტი, რომლის მიხედვითაც ის ტელევიზიაში ცენზურის დაწესებას შეძლებს.

„ის ცვლილებები, რომელიც გუშინ  დარეგისტრირდა პარლამენტში, სხვა არაფერია თუ არა დიქტატურის დაკანონება. ეს სწორედ ის მეთოდებია, რომლითაც თავის დროზე ვლადიმერ პუტინმა ხელში ჩაიგდო მთელი რუსული მედია და ბიძინა ივანიშვილიც ზუსტად იმავე გზას ადგას. ამ ბოლო რვა წლის განმავლობაში ერთად ვიყავით მოწმე, თუ როგორ ებრძოდა ბიძინა ივანიშვილი ნებისმიერ მედიასაშუალებას, რომელიც მისი გავლენის ქვეშ არ იყო. ამ ახალი კანონის მიხედვით ხელისუფლებას ხელში ეძლევა ბერკეტი, რომლის მიხედვითაც ყოველგვარი სასამართლოს გარეშე შეუძლია მას რომ ტელევიზიაში შეიყვანოს დროებით მმართველები და პრაქტიკულად დააწესოს ცენზურა ტელევიზიაზე. ახლა როდესაც ასეთი საშიშროების წინაშე დგას ქართული მედია დუმილი არის დანაშაული“,-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

შეგახსენებთ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები დარეგისტრირდა - შესწორებების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ექნება უფლება, ორგანიზაციებში სპეციალური მმართველები დანიშნოს ორი წლის ვადით.


close დახურვა