პარლამენტის წინ აქციაზე ნელ-ნელა იმატებს ხალხი, ადგილზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები და პოილიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ არ აპირებენ დეპუტატები შენობაში შეუშვან. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, პარლამენტი არ იქნება ერთადერთი სახელწიფო უწყება, რომელის პიკეტირებას აქციის მონაწილეები მოახდენენ.
„ქართული ოცნების" დეპუტაციამ მთლიანად დაკარგა ლეგიტიმაცია, ზოგადად რაიმე სახის გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოს პარლამენტში, იმ საკანონმდებლო ორგანოში იმ ინსტიტუციაში, რომელიც მიტაცებული აქვს ივანიშვილს. ამიტომ პროტესტის ამ ფორმა გვაქვს დღეს ვაკეთებთ პიკეტირებას პარლამენტის უწყების. პარლამენტი არ იქნება ერთადერთი სახელმწიფო უწყება, რომლის პიკეტირებასაც ჩვენ მოვახდენთ“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
