"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
როგორც ზაალ უდუმაშვილმა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განმარტა, რადგანაც საზოგადოებას ქუჩის პროტესტის გარდა სხვა გზა ფიზიკურად აღარ დარჩა, ეს ტალღა გაგრძელდება და გაძლიერდება გაზაფხულზე. სწორედ ამ პროტესტის გაძლიერებას მოემსახურება შტაბის მუშაობა.
„ბრძოლაში არ იგულისხმება ავტომატის ხელში აღება - ჩვენ ვგულისხმობთ პოლიტიკურ პროცესს. ბიძინა ივანიშვილის ქმედებების გამო მან გადაინაცვლა ქუჩაში, თორემ ეს ჩვენი სურვილი არ ყოფილა. პარლამენტს ბოქლომი შიგნიდან ადევს, სასამართლო, ფაქტობრივად აღარ არსებობს ქვეყანაში. სხვა გზა უბრალოდ არ დაგვიტოვა, რომ ვიდგეთ ქუჩაში. რა თქმა უნდა, ეს საპროტესტო ტალღა, რომელიც იქნება ქვეყანაში და გაძლიერდება გაზაფხულზე, ამავდროულად დასავლელი პარტნიორების მკვეთრი პოზიცია - ამ ორი პროცესის შედეგად შევძლებთ, შევცვალოთ ეს რეჟიმი და ეს შტაბიც მოემსახურება იმას, რომ ბრძოლა უფრო ეფექტური გახდეს“, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შტაბის გახნის შესახებ განცახდება დღეს გაავრცელა.