logo
ENG



უეფას შტაბ-ბინაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი-ოფის წილისყრა ჩატარდა

22 ნოე 201916:41
3 წუთის საკითხავი
 
votf8hcgjfzqp4e.jpg

უეფას შტაბ-ბინაში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი-ოფის წილისყრა ჩატარდა და გაირკვა, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ფინალში გასვლის შემთხვევაში გადამწყვეტ დაპირისპირებას თბილისში, საკუთარ მოედანზე გამართავს. შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდმა D დივიზიონში გამარჯვების შედეგად, ნახევარფინალის საგზური უკვე მოიპოვა და იქ ბელორუსის ნაკრებს შეხვდება. ცნობილია, რომ ნახევარფინალური მატჩები 26 მარტს, ფინალური დაპირისპირება კი - 31 მარტს ჩატარდება.


close დახურვა