logo
ENG



უვადო მოსამართლე მარინე ცერცვაძე დეკლარაციაში ხელფასსა და უძრავ ქონებას მალავს

03 ივნ 202415:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/03/o5puhdobc9gtjro.jpg

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავჯდომარე, მარინე ცერცვაძე 2023-ის წლის დეკლარაციაში უძრავ ქონებასა და ხელფასს არ უთითებს. ცერცვაზე 2019 წლიდან უვადო მოსამართლეა. 

TI-ის ინფორმაციით, ცერცვაძემ არ დაადეკლარირა მის საკუთრებაში არსებული ოთხი უძრავი ქონება, კერძოდ: 

  • 60 კვ.მ ბინა ბათუმში, ყაზბეგის ქუჩაზე;
  • 71.7 კვ.მ ბინა თელავში, მშვიდობის ქუჩაზე;
  • 105 კვ.მ მიწის ნაკვეთი თელავში, მშვიდობის ქუჩაზე;
  • 44 კვ.მ მიწის ნაკვეთი თელავში, მშვიდობის ქუჩაზე, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით. 

გარდა ამისა, ცერცვაძემ ქონებები არც 2022 წლის დეკლარაციაში ასახა. ასევე, 2023 წლის დეკლარაციაში არ მიუთითა თანამდებობაზე მის მიერ 2022 წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურება. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს მარინე ცერცვაძის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევა და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, მოსამართლე მარინე ცერცვაძე, როგორც თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს უნდა დაექვემდებაროს", - წერს ორგანიზაცია. 


close დახურვა