logo
ENG



უვადო მოსამართლეობის კანდიდატი ვერ პასუხობს კითხვას, რა ფორმითაა ხალხი ხელისუფლების წყარო

21 დეკ 202016:53
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/21/8cquxqjykirjoxv.png

უზენაესის უვადო მოსამართლეობის კანდიდატი, ილონა თოდუა ვერ აყალიბებს პასუხს კითხვაზე, რა ფორმით არის ხალხი ხელისუფლების წყარო. 

თოდუას კითხვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, ლევან გზირიშვილმა დაუსვა.

ლევან გზირიშვილი: რა ფორმებია ხალხის მიერ ხელისუფლების განხორციელებისა, რა ფორმით არის ხელისუფლების წყარო [ხალხი]?

ილონა თოდუა: სამართლებრივმა სახელმწიფომ სამართლებრივი კულტურის მაღალი სტანდარტი უნდა ჩამოაყალიბოს. ის უნდა მოქმედებდეს ქმედითი კანონით, ისეთი კანონით, რომელიც არ არის ბუნდოვანი და ყველას ექნება საშუალება, მოახდინოს კანონში მოცემული უფლების რეალიზების საშუალება. კანონი მოქალაქისთვის არ უნდა იყოს ბუნდოვანი. თუ არ იკვეთება, რა არის კანონსაწინააღმდეგო, ვერ გაიგებს იმ წესრიგს, რაც კანონით არის მოწესრიგებული. შესაბამისად, განაწილების პრინციპიც, ეს არის ხელისუფლების შტოებს შორის ამ ფუნქციების განაწილება. ნიშნავს იმას, რომ თითოეული ეს სფერო დამოუკიდებელია ერთმანეთისგან და თავიანთ ფუნქციას თავისი უფლებამოსულების ფარგლებში ახორციელებენ. შესაბამისად, ჩარევა დაუშვებელია. საკონსტიტუცო სასამართლო ახორციელებს განმარტებას, დაიცვას ბალანსი განაწილების მექანიზმი არის, დაიცვას ბალანსი ფორმებს შორის, რომ არ მოხდეს რომელიმეს მიმართ ძალაუფლების უზურპაცია და შესაბამისად, გაწონასწორება, თვითშეკავების მექანიზმი. 

[....]

ლევან გზირიშვილი: ხალხი არის ხელისუფლების წყარო. რა ფორმებია ხელისუფლების განხორციელების?

ილონა თოდუა: ხალხი გახლავთ ხელისუფლების წყარო. ფორმაში რას გულისხმობთ?

ლევან გზირიშვილი: ფორმა არსებობს პირდაპირი მონაწილეობა ხელისუფლების მართვაში რაში გამოიხატება და...?

ილონა თოდუა: ის რომ დემოკრატიული სახელმწიფო გვაქვს. დემოკრატია ნიშნავს, ასე ვთქვათ, ხალხს და ძალაუფლებას და სწორედ ის...

ლევან გზირიშვილი: აი, რომ ირჩევს პარლამენტს, ეს პირდაპირი მონაწილეობაა?

ილონა თოდუა: პირდაპირი, შესაბამისად, გეთანხმებით. ეს არის მისი ნების გამოვლენა, რომ ამ პროცესში მიიღოს მონაწილეობა.

ლევან გზირიშვილი: ირჩევს წარმომადგენელს...

ილონა თოდუა: და ამავე დროს იყოს ამ ფორმატში თვითონ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების...

ლევან გზირიშვილი: აი, რეფერენდუმისა და იმის დროს, პირდაპირია თუ?

ილონა თოდუა: პირდაპირია, გეთანხმებით. ეს ამ შემთხვევაში ხორციელდება, ასე ვთქვათ, იმ მეორე ფორმატში, რომელიც ხორციელდება არჩევის გზით. თუმცაღა, თუ რეფერენდუმთან მიმართებაში ვსაუბრობთ, რეფერენდუმი ეს არის, ასე ვთქვათ, მმართველობის ფორმაში, ასე ვთქვათ, სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით შესაძლებელია ეს საკითხი განხორციელდეს და მოწესრიგდეს და ხორციელდება, ასე ვთქვათ, როგორც... ერთი გახლავთ რეფერენდუმი, მეორე გახლავთ პლებისციტის სახით. მათ შორის ის არსებითი განსხვავება არის ორივე სახელმწიფოებრივ საკითხზე, მოდი ესე ვთქვათ, სახელმწიფოებრივ საკითხებთან მიმართებაში ხორციელდება.

ილონა თოდუა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის უვადოდ დანიშნული მოსამართლეა.

უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლის 10 ვაკანსიაა. 9 ადგილისთვის კონკურსში 50 კანდიდატი მონაწილეობს, 1 ადგილისთვის - 22

ილონა თოდუამ განაცხადი ორივე კონკურსში შეიტანა, შესაბამისად, მისი გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოგვიანებით, სხვა კონკურსის ფარგლებში კიდევ ჩატარდება. 

თოდუა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კონკურსში 2019 წელსაც მონაწილეობდა. 

მაშინ ნაზი ჯანეზაშვილი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე ამბობდნენ, რომ თოდუას უზენაესის მოსამართლეობის უფლება არ ჰქონდა, ვინაიდან მას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ბინის ქირა გადაუხადა მაშინ, როცა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მურუსიძე იყო. უფრო კონკრეტულად, ჯანეზაშვილის თქმით, თოდუამ თავისი სახლი დედის სახელზე გადააფორმა, შემდეგ კი საბჭომ კი სწორედ აღნიშნული ბინა უქირავა. 

თავის მხროვ, თოდუამ ლევან მურუსიძის შესახებ დასმული კითხვის პასუხად 2019 წლის გასაუბრებაზე თქვა, რომ "მურისიძე სასამართლოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე იდგა". 


close დახურვა