უზბეკეთის კინემატოგრაფიის ლიგის ცნობით, დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს წამყვანმა კინოსტუდია "ქართულმა ფილმმა" გადაწყვიტეს გააერთიანონ შემოქმედებითი და კინოწარმოების რესურსები და ერთობლივი კინოსწარმოების ალიანსი შექმნეს.
31 მარტს, დუშანბეში გაიმართა შეხვედრა დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს კინოსტუდიების IV დირექტორთა საბჭოს, კინემატოგრაფიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
"საბჭოს მუშაობაში მონაწილეობდნენ დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს წამყვანი კინოსტუდიები. საბჭოს წევრებმა ერთხმად გადაწყვიტეს შექმნან ალიანსი სახელწოდებით "დსთ და საქართველოს კინოსტუდიების საერთაშორისო შემოქმედებითი ასოციაცია."- წერია უზბეკეთის კინემატოგრაფიის ლიგის განცხადებაში.