logo
ENG



უზენაეს სასამართლოში წარსადგენ კანდიდატთა კენჭისყრის პროცედურამ ერთი დღით გადაიწია

09 დეკ 201920:34
3 წუთის საკითხავი
 
ato2nyjq323g15c.jpg

„ქართულმა ოცნებამ" უზენაეს სასამართლოში წარსადგენ კანდიდატთა კენჭისყრის პროცედურა ერთი დღით გადაწია და ის 11 დეკემბრის მაგივრად, 12 დეკემბერს გაიმართება, როდესაც საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტი დასრულებული იქნება, თუმცა  ამ თემაზე  დელეგაციის წევრებმა კრიტიკული პოზიცია საჯაროდ უკვე დააფიქსირეს.

კენჭისყრასთან დაკავშირებით  საგანგებო განცხადება გააკეთა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე ეკა ბესელიამ, რომელმაც ერთი წლის წინ „ქართული ოცნება" სწორედ მოსამართლეთა სიის შემადგენლობის გამო დატოვა. ეკა ბესელიას თქმით, "ქართულმა ოცნებამ" სასამართლოს სრული კონტროლის მოპოვებისთვის ყველაფერი გააკეთა და ახლა მხოლოდ ფორმალური კენჭისყრის ჩატარება დარჩა.

დღესვე ცნობილი გახდა რომ წარდგენილ კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კენჭს ერთიანად უყრიან, ინდივიდუალური განხილვები კი პლენარულ სხდომაზე მოხდება. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ამ გზით პროცესების დაჩქარებას ცდილობს.

მოსამართლეთა არჩევის წესის დარღვევაზე საუბრობენ მესამე სექტორში.  კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში იმ დარღვევებზეა საუბარი, რომელიც მოსამართლეთა ადგილმონაცვლეობამ გამოიწვია. 12 დეკემბერს კენჭისყრა ხმაურისა და პიკეტის ფონზე ჩატარდება.


close დახურვა