logo
ENG



უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა ჯერჯერობით ვაკანტურია

13 დეკ 201921:00
3 წუთის საკითხავი
 
ou9wu1r3ao7hdhj.jpg

ვინ გახდება უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე - ის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა აირჩიოს. საბჭოს წევრები ადასტურებენ, რომ ეს პროცესი უახლოეს სხდომაზე დაიწყება. არამოსამართლე წევრები კი ამბობენ, რომ საბჭო სწორედ ოდიოზური და კლანის წევრებად ცნობილი მოსამართლეებით შევსებას ელოდებოდა. ყველაზე აქტიურად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ შალვა თადუმაძის კანდიდატურა სახელდება, უკვე უვადო მოსამართლე, რომელსაც თავმჯდომარეობის ამბიცია თავიდანვე არ დაუმალავს. 

უზენაესი სასამართლოს ახლად დანიშნული უვადო მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც გუშინდელი გადწყვეტილების შემდეგ შანსი აქვს ეს პოსტი თავადაც დაიკავოს, სავარაუდო კანდიდატების გვარებზე საჯაროდ არ საუბრობს, თუმცა საბჭოს სხვა წევრები აღნიშნულ კანდიდატურაზე კონკრეტულ გვარებს ასახელებენ.

უზენაესი სასმართლოს თავმჯდომარეს 10 წლის ვადით კვლავ პარლამენტი ამტკიცებს. გუშინდელი ხმაურიანი კენჭისყრის შემდეგ, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები აცხადებენ, რომ კონკრეტულ სახელებს და გვარებს მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან მმართველ პარტიას და სასამართლოს ე.წ. კლანს უზენაეს ინსტანციაში უკვე საკუთარი ნდობით აღჭურვილი მინიმუმ 14 მოსამართლე ჰყავს.

 


close დახურვა