logo
ENG



უზრდელი, ტუტუცი კალაძე, მაჟორიტერების დაკაჩავების თანაავტორია - გიროგი ვაშაძე

18 ნოე 201914:11
3 წუთის საკითხავი
 
t5icg95ddpeuawp.png

 

„უზრდელი, ტუტუცი კალაძე არის მთავარი თანაავტორი იმ დაკაჩავების, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დეპუტატებზე განხორციელდა“, - ასე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.

„ეს მიუთითებს იმას, რომ ესენი იცავენ ერთადერთს, საკუთარ კორუფციულ მონაგებს, ქვეყნის ყვლეფის გაგრძელებას იცავენ და ამის უფლება არ უნდა მივცეთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციის წევრი გიორგი კანდელაკი კი აღნიშნავს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი შეიცვალა, ამიტომ "არავინ გაეგება ბატონს ფეხქვეშ."

„ეს არის სამარცხვინო ხალხი, რაღაც რეალობას შეთხზავენ და მერე საკუთარ თავს აჯერებენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს რეალობას. საქართველო შეიცვალა, ხალხი შეიცვალა, ამიტომ არასდროს გაეგება ფეხქვეშ ბატონს“, - განაცხადა კანდელაკმა.


close დახურვა