logo
ENG



უიტკოფი: ალასკაში პუტინი დათანხმდა, რომ აშშ-მა უზრუნველყოს უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებით

17 აგვ 202518:54
3 წუთის საკითხავი
 
2025/08/17/f0u67dd49onuts8.png

დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა CNN-თან განაცხადა, რომ ალასკაში გამართულ შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინი დათანხმდა უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიების უზრუნველყოფას, რასაც იგი „გარდამტეხს“ უწოდებს. მისი თქმით, გარანტიები ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლის მსგავს პრინციპზე დაფუძნდება.

უიტკოფის განცხადებით, რუსეთი წავიდა დათმობებზე ტერიტორიულ საკითხებში და მზადაა განიხილოს შეთანხმება ფრონტის ამჟამინდელი ხაზების მიხედვით. 

„რუსეთი წავიდა გარკვეულ დათმობებზე ხუთივე რეგიონთან დაკავშირებით“, – განაცხადა უიტკოფმა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი იქნება განხილული ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ზელენსკისთან ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე.

„ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ ზოგიერთი გადაწყვეტილების იქვე მიღებას“, – თქვა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.


close დახურვა