ჟურნალისტები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე მივიდნენ, მაგრამ იმედი არა აქვთ, რომ სახელმწიფო საქმეს გამოიძიებს. საგამოძიებო სამსახურს, რომელიც ინსპექტორის სამსახურის დაშლის შედეგად შეიქმნა, ახლა პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი ხელმძღვანელობს. მთავარი არხის ჟურნალისტების უკანონო მოსმენა მორიგი მტკიცებულებაა, თუ რა მასშტაბები მიიღო ქართული ოცნების მმართველობის დროს დანაშაულმა. ფარულ ჩანაწერებში ნახსენები იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი. სოსო გოგაშვილი ახლა ხელისუფლებას ემუქრება. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ოცნებას მაკომპრომეტირებელი მასალების გამოქვეყნებას ჰპირდება.
უკანონო მოსმენების საქმე
15 ივლ 202220:00
3 წუთის საკითხავი