logo
ENG



უკანონო მშენებლობები ბახმაროში

19 აგვ 202420:19
3 წუთის საკითხავი
 

შესაძლო უკანონო მშენებლობები სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე კურორტ ბახმაროში. ამის შესახებ კონკრეტულ მტკიცებულებებს ავრცელებს ნაციონალური მოძრაობა. საუბარია მიმოწერებზე, რომლითაც დგინდება, რომ ჩოხატაურის მერიის თანამშრომელი და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი ბახმაროში სახლებს, სავარაუდოდ, უკანონოდ აშენებენ და შემდეგ კოლოსალურ ფასად ყიდიან. ხელისუფლების ამ სავარაუდო კორუფციულ სქემებზე კოალიციის წევრმა დავით მჟავანაძემ ბახმაროში ილაპარაკა. ის მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს საქმეში ჩართვისკენ, რადგან მისი შეფასებით, სახეზეა კანონდარღვევა, რაც მტკიცებულებებითაც დასტურდება.

 


close დახურვა