წინასაარჩევნოდ ან 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ახსენდება როგორც წესი მთავრობას დევნილები, - უკმაყოფილება და პროტესტის მოსმენა ხელისუფლებას გმირთა მემორიალთან ყვავილების მიტანისს მოუხდა. დევნილები ამბობენ, რომ 28 წელია მათი სოციალური ტვირთი არ მსუბუქდება, ფართების დაკანონება უჭირთ, დახმარება მიზერულია, ომის ვეტერანები სულ რაღაც 22 ლარს იღებენ.
იძულებით გადაადგილებული პირები საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ, მაგრამ საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დააკავეს და მოგვიანებით ხელწერილით გაათავისუფლეს ორგანიზაცია "დევნილები დევნილებისთვის" ლიდერი. სირცხვილია - უძახდნენ დღეს ხელისუფლებას - მთავრობა დახმარების ნაცვლად კი დევნილებს შემწეობას აყვედრის.