უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა. შეხვედრა 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მათ ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტისა და საომარი მოქმედებების საკითხის განხილვა.
"მხარეებმა გამოავლინეს რიგი პრიორიტეტული თემები, რომლებზეც გარკვეული გადაწყვეტილებები გამოიკვეთა. მოლაპარაკების მონაწილეები თავიანთ დედაქალაქებში ბრუნდებიან, რათა განიხილონ შეხვედრის შედეგები. ჩვენ ასევე შევთანხმდით მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება", - თქვა პოდოლიაკმა.
რუსული მხარის ინფორმაციით, მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, სავარაუდოდ, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გაიმართება.