უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, 2 ბაირაქტარით $26.5 მილიონის ღირებულების რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს.
მისი განცხადებით, განადგურებული რუსული აღჭურვილობის ჩამონთვალშია:
- 8 ერთეული T-72 ტანკი (თითოეულის სავარაუდო ღირებულება - 3 მილიონი აშშ დოლარი);
- ორი თვითმავალი საარტილერიო სამაგრი „აკაცია“ (თითოს ღირებულება - 1.6 მილიონი აშშ დოლარი);
- BMP (600 ათასი დოლარი);
- ჰაუბიცები (300 ათასი დოლარი).