11 აპრილს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მინსკის შეთანხმმება 5-ჯერ დაარღვია.
გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის მოხსენების მიხედვით, არავინ დაღუპულა.
უწყების ცნობით, რუსი ოკუპანტების სამხედროებმა დასახლებულ პუნქტთან ახლოს, უკრაინის პოზიციებს 82 კალიბრიანი ნაღმტყორცნებიდან და სხვადასხვა სისტემის ყუმბარმტყორცნებიდან ესროლეს.
ვოდიანოეს მახლობლად, აზოვის რეგიონში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გახსნეს მცირე ზომის იარაღიდან, ტანკსაწინააღმდეგო და ავტომატური მძიმე ყუმბარმტყორცნებიდან.
მათ ასევე ისროლეს დიდი კალიბრის ტყვიამფრქვევებიდან და მცირე ზომის იარაღიდან.
უკრაინელმა ჯარისკაცებმა მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.
12 აპრილის დილის 7 საათის მონაცემებით, რუსული საოკუპაციო ძალების მხრიდან სროლა არ ყოფილა.
უკრაინაში, დონბასში ვითარება რამდენიმე კვირაა, დაძაბულია. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ. დაიღუპა რამდენიმე უკრაინელი სამხედრო.
30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, რუსლამ ხომჩაკმა თქვა, რომ რუსეთმა ე.წ საზღვართან სამხედრო ძალები გაააქტიურა და ოკუპირებული დონბასის ტერიტორიაზე წვრთნებით ინიღბება, თუმცა, გეგმავს, საფრთხე შეუქმნას უკრაინის სამხედრო უსაფრთხოებას.
კრემლი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ "რუსეთს საკუთარი შეხედულებისამებრ გადაჰყავს ჯარი საკუთარ ტერიტორიებზე და ეს სხვა ქვეყნებს არ ეხება".
ამასთან, რუსეთმა როგორც ე.წ საზღვრისპირა რეგიონებისკენ, ისე ყირიმისკენ სამხედრო ტექნიკა გადაისროლა.
3 აპრილს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდელი ტელეფონით ელაპარაკა. როგორც ზელენსკიმ თქვა, ბაიდენმა ის დაარწმუნა, რომ "უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ".
უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც.