logo
ENG



უკრაინა: მტერი, შესაძლოა, რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მორიგ დიდ შეტევას ამზადებდეს

31 მაი 202316:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/31/pdtsulk62t34q9s.jpg

უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია ჰუმენიუკის განცხადებით, რუსეთი, შესაძლოა, რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მორიგ დიდ შეტევას ამზადებდეს.

"შესაძლოა, მტერი კიდევ ერთხელ ამზადებდეს მზაკვრულ შეტევას სხვადასხვა საბრძოლო მასალის გამოყენებით, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით", - თქვა უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელმა.

უკრაინის ცნობით, რუსული საოკუპაციო ძალები უკრაინას უტევს როგორც ჰაერიდან, ასევე ზღვიდან. ბოლო კვირების განმავლობაში მტერი უფრო ხშირად იყენებს დრონებს. მაისში, რუსულმა ჯარებმა უკრაინის დედაქალაქზე შეტევა გააძლიერეს. ერთი თვის განმავლობაში, კიევმა რუსეთის ფედერაციის 17 მასიურ თავდასხმას გაუძლო, მათგან 3 კი ერთ დღეში მოხდა.

29 მაისს, რუსულმა ძალებმა კიევზე მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა. 11 საათის შემდეგ ქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. კიევის ობოლონსკისა და პოდოლსკის რაიონებში რაკეტების ნამსხვრევები საავტომობილო გზას და ორ სართულიანი სახლის სახურავს დაეცა, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა.


close დახურვა