უკრაინელმა სამხედროებმა სევასტოპოლში ოკუპანტების სამმართველო პუნქტზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ Telegram-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი იტყობინება.
"დღეს, დაახლოებით 15:00 საათზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევასპოტოლთან ახლოს რუსული საოკუპაციო ჯარების სამეთაურო პუნქტს დაარტყეს", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა, მიკოლა ოლესჩუკმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სამხედრო ოპერაციის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა.
მანამდე ყირიმზე მასიური სარაკეტო თავდასხმის შესახებ ვრცელდებოდა ცნობები. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმოდა ევპატორიასა და სევასტოპოლში.
როგორც ცნობილია, 15:25 საათზე ოკუპანტებმა ყირიმის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხეს. სევასტოპოლში, ასევე, შეჩერებულია სახმელეთო და საზღვაო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. ქალაქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.