logo
ENG



უკრაინა: რუსებს ავდეევკას, ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებით ტაქტიკური წარმატება აქვთ

08 მაი 202316:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/08/fh0k62gdnezmuxo.jpg

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსებს ავდეევკას, ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებით ტაქტიკური წარმატება აქვთ.

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მტერი შეტევით მოქმედებებს ახორციელებდა ავდეევკას, ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებით და იქ ტაქტიკურ წარმატებასაც მიაღწია.

დონეცკის მიმართულებით მტერი თავის ძირითად ძალისხმევას ბახმუტისა და მარინკას აღებაზე ამახვილებს. ბრიანსკის და კურსკის სასაზღვრო რაიონებში რუსებს ორი ოპერატიული ჯგუფი ჰყავთ გამაგრებული. ოკუპანტები ამას იმისთვის აკეთებენ, რომ თავიდან აიცილონ უკრაინული ძალების გადაყვანა აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 55 შეტევა მოიგერიეს. ომის დაწყებიდან დღემდე კი რუსეთმა უკრაინაში 194 970 ჯარისკაცი დაკარგა. 


close დახურვა