უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია ჰუმენიუკის განცხადებით, რუსეთი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში უკრაინაზე მასიური თავდასხმისთვის ემზადება.
"სავარაუდოდ, მზადდება ასეთი თავდასხმა, რადგან საოკუპაციო ძალების წვრთნის სიხშირე ზუსტად ასეთია: მათ ხელახალი აღჭურვისთვის სჭირდებათ დაახლოებით 10-12-14 დღე, უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული მასიური თავდასხმის შემდეგ.
სავარაუდოდ, ისინი [რუსები] შეტევის გამეორებას გეგმავენ. და შესაძლოა, იყოს შერეული ტიპის, როცა გამოყენებული იქნება რაკეტები და ირანული წარმოების დრონები", - თქვა უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელმა.
ჰუმენიუკის თქმით, მტრის რაკეტების მარაგი უკვე გადაჭარბებულია საგანგებო მარაგის ლიმიტს, ამიტომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ "შერეული პრაქტიკა".