logo
ENG



უკრაინა: რუსეთის ჯარი აგრძელებს სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას

30 მარ 202223:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/30/ummr6rvmsidcvq5.jpg

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ოთხშაბათს, 30 მარტს რუსეთის არმიამ განაგრძო სრულმასშტაბიანი, შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, მაშინ, როცა რუსული ჯარები აგრძელებდნენ თავდაცვით ოპერაციებს აღმოსავლეთის, სამხრეთის და ჩრდილოეთის მიმართულებით. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ რუსულმა არმიამ განიცადა მნიშვნელოვანი დანაკარგი და სავარაუდოდ, დროებით შეწყვიტა კიევის ალყაში მოქცევაზე მუშაობა. 

"რუსული არმია გადაჯგუფდა და დაიწყო შეტევითი ოპერაციების აღმოსავლეთის ოპერაციულ ზონაში, ასევე, დაიწყო მუშაობა დონეცკისა და ტავრიას რეგიონებში ჯარების ლოგისტიკური მხარდაჭერის სისტემის გაზრდაზე“. - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, "რუსეთმა გააძლიერე ცეცხლი და თავდასხმითი ოპერაციები დონეცკის რეგიონში და აგრძელებს საჰაერო და სარაკეტო თავდასხმებს დასახლებულ ადგილებში". 

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ რუსეთის მთავარი ძალისხმევა მიმართულია პოპასანაზერუბიჟიესა და მარიუპოლზე კონტროლის აღებაზე. ასევე, ამბობს, რომ რუსული არმია დემორალიზებულია და აქვს დაბალი მოტივაცია, მონაწილეობა მიიღოს საომარ მოქმედებებში უკრაინაში. 

გუშინ, 29 მარტს რუსეთმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვნად ამცირებს სამხედრო მოქმედებებს და გაიყვანს ჯარებს კიევიდან და ჩერნიგოვიდან. თუმცა, აშშ-მ მაშინვე თქვა, რომ კიევის გარშემო რუსული ჯარების ნებისმიერი მოძრაობა განიხილება, როგორც "გადაჯგუფება და არა გაყვანა"


close დახურვა