უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში 2 000 სამხედრო გაგზავნა.
აღნიშნული ინფორმაცია გენშტაბმა 30 მარტს, დილას გამოაქვეყნა.
გენერალური შტაბის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, "სამხრეთის მე-4 სამხედრო ბაზიდან სამი ჯავშანტრანსპორტიორით 1200-მდე რუსი და ოსი სამხედრო მოსამსახურე გადაისროლეს უკრაინაში, მე-7 სამხედრო ბაზის ქვედანაყოფებიდან კი ორი ბატალიონი - დაახლოებით 800 ადამიანი".