logo
ENG



უკრაინა: რუსეთს ყირიმიდან და უკრაინის საზღვრიდან 100 ათასი სამხედრო ისევ არ გაუყვანია

11 მაი 202116:24
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინა: რუსეთს ყირიმიდან და უკრაინის საზღვრიდან 100 ათასი სამხედრო ისევ არ გაუყვანია
ფოტო: UNIAN

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ივან ბოკოვის თქმით, რუსეთს საზღვართან და ოკუპირებულ ყირიმში 100 ათასი ჯარისკაცი ისევ განლაგებული ყავს. 

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიებიდან სამხედროების გაყვანის შესახებ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა. თუმცა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გასულ კვირას თქვა, რომ რუსული ჯარების მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილზე რჩება. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ გამორიცხა, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ფედერაცია ვითარების ფართომასშტაბიან ესკალაციას მოახდენს.

მისი თქმით, ის, რაც ხდება, ძალიან საშიშია, მაგრამ უკრაინას არ ეშინია, რადგან ის თავის მიწას იცავს. 

2021 წლის მარტში რუსეთმა, წვრთნების საბაბით, ოკუპირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვართან 100 000 ჯარისკაცი გადასხა, ასევე, გადაიტანა სამხედრო ტექნიკა. 

უკრაინამ რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთხელ გახსნა ცეცხლი და დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. 

2021 წლის 22 აპრილს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შაიგუმ თქვა, რომ "გადაწყვიტა "მოულოდნელი შემოწმების" დასრულება, ვინაიდან ყველა მიზანი მიღწეულია". 

24 აპრილს რუსეთმა ყირიმის სანაპიროები ყველა უცხოური ხომალდისთვის დახურა. 

6 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთმა მხოლოდ ოკუპირებული ყირიმიდან გაიყვანა სამხედროების ნაწილი - 3 500 ჯარისკაცი. 

უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს აშშ. 

3 აპრილს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდელი ტელეფონით ელაპარაკა. როგორც ზელენსკიმ თქვა, ბაიდენმა ის დაარწმუნა, რომ "უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ". 

ხოლო ენტონი ბლინკენმა უკრაინაში ვიზიტის დროს, 6 მაისს განაცხადა, რომ აშშ-მ შესაძლოა უკრაინის თავდაცვას დახმარება გაუზარდოს. 


close დახურვა