logo
ENG



უკრაინა: ჩერნიჰივში რუსები 350 ადამიანს სარდაფში ამყოფებოდნენ და ცოცხალ ფარად იყენებდნენ

22 მაი 202222:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/22/uk6408w4k2xybl3.png

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ჩერნიჰივში რუსი ოკუპანტები 350 მშვიდობიან მოქალაქეს სარდაფში ამყოფებდნენ და ცოცხალ ფარად იყენებდნენ.

უწყებაში ამბობენ, რომ სარდაფებში ასევე ბავშვებიც იმყოფებოდნენ. პროკურატურის ცნობით, არაადამიანური პირობების გამო [სანიტარული ნორმების არარსებობა, ჰაერის უკმარისობა, საკვებისა და წყლის მარაგების არარსებობა] სარდაფში 10 ადამიანი დაიღუპა - ყველა ხანში შესული იყო. 

ასევე დადგინდა, რომ დასახლებულ პუნქტში არსებული 180 სახლიდან 148 დაზიანდა, 16 კი სრულად განადგურდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ოკუპანტებმა 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაცხრილეს.

"გაირკვა, რომ 3 მარტიდან 31 მარტამდე ჩერნიჰივის რაიონში სკოლის სარდაფში ოკუპანტები მშვიდობიან მოქალაქეებს ამყოფებდნენ. სარდაფში, რომელიც სულ 197 კვადრატული მეტრის ფართობის იყო, თითქმის ერთი თვის განმავლობაში 350-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, საიდანაც 77 ბავშვი იყო, მათ შორის 5 ახალშობილი. ყველაზე პატარა ბავშვი თვენახევრის იყო, ყველაზე დიდი ტყვე კი 93 წლის. ამ ადამიანებს ცოცხალ ფარად იყენებდნენ, რადგან სკოლის შენობა ოკუპანტების შტაბი იყო", - წერია უკრაინის პროკურატურის განცხადებაში.


close დახურვა