უკრაინა 182 რუსულ და ბელარუსულ კომპანიას და 3 ფიზიკურ პირს სანქციებს უწესებს.
"უკრაინაში მათი აქტივები დაბლოკილია. მათი ქონება ჩვენი თავდაცვის გაძლიერებისთვის იქნება გამოყენებული", - თქვა ზელენსკი ვიდეომიმართვაში.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, სანქცირებული კომპანიები ძირითადად ეწევიან საქონლის ტრანსპორტირებას, მანქანების ლიზინგს და ქიმიური წარმოებით არიან დაკავებული.