logo
ENG



უკრაინა ბელარუსის საზღვარზე კედელს აშენებს

11 ნოე 202219:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/11/bnibpkf47r1cqgi.png
ფოტო კირილ ტიმოშენკოს ტელეგრამ არხიდან

უკრაინა ბელარუსის საზღვარზე, ჩრდილოეთ ნაწილში, კედელს აშენებს. ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კირილ ტიმოშენკო ავრცელებს.

"ჩრდილოეთ ნაწილში სხვა საქმე დუღს - ახლა ბელარუსის საზღვარზე კედელი შენდება. თხრილები, რკინაბეტონისგან აგებული კედელი, მავთულხლართები - ეს შენდება ვოლინში. უკვე აშენებულია 3 კილომეტრის სიგრძის კედელი, სამუშაოები გრძელდება. ეს ჯერ ყველაფერი არ არის, თუმცა დეტალებს ჯერ არ გავამხელ. ასევე სამუშაოები მიმდინარეობს როვენსკისა და ჟიტომირის რეგიონებში", - აღნიშნა ტიმოშენკომ.

ტიმოშენკოს თქმით, მსგავსი ნაგებობები იმ რეგიონებშიც ეწყობა, რომლებიც რუსეთს ესაზღვრება. ის ამბობს, რომ უკრაინელ მესაზღვრეებს აქვთ ყველა საჭირო ტექნიკა, რათა "მტრები შორ მანძილზეც დაინახონ".


close დახურვა