logo
ENG



უკრაინა ევროკავშირის ელექტროენერგიის სინქრონულ ბადეს შეუერთდა

16 მარ 202219:42
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინა ევროკავშირის ელექტროენერგიის სინქრონულ ბადეს შეუერთდა

დღეიდან უკრაინა ევროკავშირის ელექტროენერგიის სინქრონული ბადის ნაწილია, რაც უკრაინის სტაბილური ელექტროენერგიით უზრუნველყოფას გულისხმობს.

სინქრონული ბადის წევრობით უკრაინა თავიდან აიცილებს რუსული თავდასხმების შედეგად ელექტროენერგიის ხშირ შეწყვეტას. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროკომისიის პრეზიდენტსა და ენერგო საკითხებში ევროკავშირის კომისარს.

„უკრაინა ევროკავშირის ენერგო კავშირის ნაწილი გახდა. უკრაინისა და ევროკავშირის ენერგოსისტემების გაერთიანება შედგა. ახლა უკრაინაში ელექტროენერგია ევროკავშირში მიედინება და პირიქით. მადლიერი ვართ ევროკავშირის წევრებისადმი, პირადად ვუხდი მადლობას ურსულა ფონ დერ ლაიენს, კადრი სიმსონს და ყველას, ვისი დამსახურებითაც ახლა ერთიანი ენერგოსისტემა გვაქვს", - ტვიტერზე წერს ვოლოდიმირტ ზელენსკი.

ევროკავშირის ენერგოკომისარმა კადრი სიმსონმა კი განაცხადა, რომ ამ კუთხით უკრაინა ევროპის ნაწილია. ის აცხადებს, რომ უკრაინასთან ერთად ევროკავშირის ბადეს მოლდოვაც შეუერთდა.

"უკრაინისა და მოლდოვის ელექტროენერგიის ბადეები წარმატებით შეუერთდა კონტიტენტური ევროპის ბადეს. ეს დაეხმარება უკრაინას, რომ სტაბილური ელექტროსისტემა და დენი ჰქონდეთ. ეს ისტორიული მომენტია ჩვენს ურთიერთობაში - ამ კუთხით უკრაინა ახლა ევროპის წევრია!" - აცხადებს კადრი სიმსონი.

 

close დახურვა