logo
ENG



უკრაინა რუს პროპაგანდისტ ვლადიმერ სოლოვიოვს საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადებს

14 მარ 202217:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/14/gtuqqxv3tqiv583.png

უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს ინიციატივით, კრემლის პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდება.

როგორც სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს პრესსამსახურში აცხადებენ, 14 მარტს, ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა გამომძიებლის შუამდგომლობა და რუს ტელეწამყვანს, პროპაგანდისტს, პოლიტიკური პარტია "ერთიანი რუსეთის" წევრს, ვლადიმერ სოლოვიოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

უწყების გამომძიებლებმა შეაგროვეს საჭირო დოკუმენტები სოლოვიოვის საერთაშორისო ძებნილ სიაში შესაყვანად.

"სოლოვიოვი სისტემატურად უჭერდა მხარს რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობის დანაშაულებრივ ქმედებებს, უკრაინაში შეჭრაზე და მოუწოდებდა მისი ტერიტორიული სტრუქტურის შეცვლას, მათ შორის სამხედრო ოპერაციების და სამხედრო ინფრასტრუქტურის და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების გზით",- ნათქვამია უწყების განცხადებაში.


close დახურვა