logo
ENG



უკრაინა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს

10 აპრ 202201:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/10/231gh9xygy19pd2.jpeg

უკრაინის პირველი ვიცეპრემიერის იულია სვირიდენკოს განცხადებით, უკრაინა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს.

როგორც ვიცეპრემიერმა აღნიშნა, ამ ურთიერთობების გაწყვეტით რუსეთი ყოველწლიურად 6 მილიარდ დოლარს დაკარგავს.

"რუსული იმპორტის აკრძალვა ქვეყანაში 6 მილიარდი დოლარის მიწოდებას დაბლოკავს. ეს ნიშნავს იმას, რომ ხსენებული სახსრები აგრესორი ქვეყნის ბიუჯეტში არ შევა და შემდგომში ის ამ თანხებს ომის დაფინანსებაზე ვერ დახარჯავს. უკრაინის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება დღეს იურიდიულად, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით გაფორმდა. გარდა ამისა, უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ ორ რუსულ ბანკს აქტივები გაეყინათ", - განაცხადა სვირიდენკომ.


close დახურვა