logo
ENG



უკრაინა შეერთებული შტატებისგან სამხედრო დახმარების გაზრდას ელის

11 ნოე 201916:47
3 წუთის საკითხავი
 
fgguhu7cfkdm5ps.png

უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა შეერთებული შტატებისგან სამხედრო დახმარების გაზრდას ელის. ანდრეი ზაგოროდნიუკის თქმით, მომავალი წლისთვის უკრაინა უფრო მეტი ჯაველინის შეძენას აპირებს.

უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიების საკითხზე ვაშინგტონში მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირებაც ახსენა და აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარების მოკლე ვადით შეწყვეტა უკრაინისთვის მატერიალური ზიანის მიყენებას არ გულისხმობდა.

ინტერვიუში ანდრეი ზაგოროდნიუკმა ასევე განაცხადა, რომ მომავალ წელს უკრაინა ამერიკელებისგან სამი საპატრულო კატერის მიღებასაც ელის.


close დახურვა