logo
ENG



უკრაინამ ვიქტორ იანუკოვიჩის ქონების კონფისკაცია მოახდინა

15 დეკ 202210:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/15/fy892jvn1sxbuv0.jpg

უკრაინის უზენაესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს სარჩელი და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ქონების კონფისკაცია მოახდინა.

იანუკოვიჩს ჩამოართვეს: სასტუმრო და სარესტორნო კომპლექსები სუხოლუჩიეში, ბინა ობოლონსკაიას სანაპიროზე, პარკინგების ზონა, 31 მილიონი გრივნა და 84.9 ათასი დოლარი საბანკო ანგარიშებზე, OOO Tantalit-ისა და Dom Lesnik-ის საწესდებო კაპიტალის 100%-იანი წილი, 18.7 მილიონ ევროდ შეფასებული (წიგნები, ხატები, ნახატები, ანტიკვარული ავეჯი, საათები, ვაზები, თოფები და მე-19 საუკუნის ქვემეხი).

ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინიდან 2014 წლის ევრომაიდნის შემდეგ გაიქცა და თავი რუსეთს შეაფარა.


close დახურვა