logo
ENG



უკრაინამ ვოლგოგრადის ოლქში მდებარე რაკეტების საწყობზე იერიში მიიტანა

29 სექ 202418:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/29/wpdznddzf9x9jgp.png

29 სექტემბერს უკრაინის უშიშროებისა და შეიარაღებულმა ძალებმა ერთიანი ოპერაცია ჩაატარეს და ვოლგოგრადის ოლქში მდებარე იარაღის საწყობზე იერიში მიიტანეს.

ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ კოლტუბანში მდებარე საწყობში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რაკეტებს, ტყვიაწამალსა და სხვადასხვა ფეთქებად მასალებს ინახავს.

უკრაინამ 600 კილომეტრის მანძილიდან საწყობზე იერიში 120 კამიკაძე დრონით მიიტანა. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნის, ანდრეი კოვალენკოს თქმით, საწყობში ასევე ირანული ბალისტიკური რაკეტები ინახებოდა.

 

close დახურვა