უკრაინამ მოსკოვზე მასშტაბური იერიში მიიტანა - იწვის კოპოტნის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში მეორედ განხორციელდა დარტყმები.
აღსანიშნავია, რომ ეს ქარხანა კრემლიდან 15 კილომეტრში მდებარეობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნავთობქარხანაზე უკრაინული დრონებით დარტყმის შედეგად ხანძრის ხუთი კერა გაჩნდა.
დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება Meduza წერს, რომ უკრაინული დრონების თავდასხმის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტი დახურულია.
მოსკოვის საავიაციო კვანძის ოთხივე აეროპორტში - ვნუკოვოში, დომოდედოვოში, ჟუკოვსკისა და შერემეტიევოში ფრენები შეჩერებულია.
უკრაინამ ამავე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში 16 ივნისსაც მიიტანა.
