logo
ENG



უკრაინამ ოქტომბერში ყირიმის ხიდზე აფეთქებაში მონაწილეობა დაადასტურა

26 ივლ 202320:56
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/26/zrgj8iwju5ajjrz.jpg

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 2022 წლის ოქტომბერში ყირიმის ხიდზე აფეთქებაში მონაწილეობა დაადასტურა.

უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილ მალიუკმა განაცხადა რომ მათი ძალების ერთ-ერთი მიღწევა ყირიმის ხიდის განადგურებაა.

"უსაფრთხოების ძალების ოფიცრები მტერს ყველაზე ცხელ წერტილებში ანადგურებენ და აკეთებენ ყველაფერს, რათა ჩვენი მიწა, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს. ყირიმის ხიდის განადგურება არის ჩვენი ერთ-ერთი მიღწევა" - განაცხადა მალიუკმა.

მანამდე ივლისში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა პირველად დაადასტურა, რომ უკრაინა იყო პასუხისმგებელი თავდასხმაზე, რომელიც ხიდზე ძლიერ აფეთქებას მოიცავდა.

ყირიმის ხიდი რუსეთს ოკუპირებულ ნახევარკუნძულთან პირდაპირ აკავშირებს და ამ ხიდს ოკუპანტები უკრაინაში ომისთვის სამხედრო პერსონალისა და აღჭურვილობის გადასაყვანად იყენებდა.

ხიდს, რომელიც ქერჩის ხიდის სახელითაცაა ცნობილი, პირადად რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმერ პუტინისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან კრემლის ნარატივის მიხედვით, ყირიმისა და რუსეთის "გაერთიანების" სიმბოლოა.

ხიდს უკრაინა 2023 წლის 17 ივლისსაც დაესხა თავს. უკრაინის უსაფრთხოების ძალების თქმით, ყირიმის ხიდს 2 რაკეტა უკრაინამ ესროლა.

 

close დახურვა