logo
ENG



უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 103 მებრძოლი დაიბრუნა

19 აგვ 202614:58
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/19/0pb7mb186kbaxg8.png

უკრაინის პრეზიდენტის,ვლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის ომის ტყვეების მორიგი გაცვლა განხორციელდა. შედეგად, რუსული ტყვეობიდან სამშობლოში 103 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა.

პრეზიდენტის თქმით, გათავისუფლებულებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები:

„ესენი არიან შეიარაღებული ძალების, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის და ეროვნული გვარდიის დამცველები. გათავისუფლებულებს შორის არიან ჯარისკაცები, რომლებიც იცავდნენ უკრაინას მარიუპოლში, დონეცკში, ლუგანსკში, ხარკოვში, ზაპოროჟიეში, ხერსონში, დნეპრსა და სუმიში“.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა იმ უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც ავსებენ „გაცვლის ფონდს“ და თავიანთი გამბედაობით უზრუნველყოფენ თანამემამულეების ტყვეობიდან დაბრუნებას.


close დახურვა