logo
ENG



უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 115 სამხედრო გაათავისუფლა

24 აგვ 202415:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/24/h1ofy0zwq02k1lf.jpg

კიევმა რუსული ტყვეობიდან კიდევ 115 უკრაინელი სამხედრო გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს.

"დღეს ჩვენი კიდევ 115 მცველი დაბრუნდა სახლში. ისინი არიან ეროვნული გვარდიის, შეიარაღებული ძალების, საზღვაო ძალების და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ჯარისკაცები", - თქვა მან.

პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველა ქვედანაყოფს, რომელთაც ტყვეთა გაცვლის პროცესში თავიანთი წვლილი შეაქვთ.

"ეს პროცესი აახლოებს ჩვენი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის განთავისუფლებას რუსული ტყვეობიდან. მადლობელი ვარ ჩვენი გუნდის, ჩვენი პარტნიორების და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს, ჩვენი ხალხის სახლში დაბრუნების დახმარებისთვის", - თქვა ზელენსკიმ.


close დახურვა