logo
ENG



უკრაინამ რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე იერიში მიიტანა - რას ამბობენ მხარეები

30 დეკ 202319:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/30/duss1lils4ae2lz.png

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე იერიში მიიტანა. ინფორმაცია თავდაპირველად ქალაქის გუბერნატორმა გაავრცელა, მოგვიანებით კი უკრაინულმა მხარემაც დაადასტურა.

რუსეთის საგანგებო სამსახურის ცნობით, იერიშის შედეგად დაიღუპა 10 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი, კიდევ 45 ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია დაღუპულების და დაშავებულების შესახებ სისტემატურად იცვლება. რუსულ ტელეგრამ-არხების საშუალებით გავრცელდა არა ერთი ვიდეო, რომელშიც ჩანს ათობით დამწვარი მანქანა და დაზიანებული შენობები. რუსული მხარის თქმით, სულ დაიწვა 40-ზე მეტი სატრასპორტო საშუალება. გუბერნატორი მოსახლეობას მოუწოდებს გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.

რუსული მხარის მტკიცებით უკრაინამ იერიში საცხოვრებელ სახლებზე მიიტანა, ხოლო უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ სარაკეტო თავდასხმა სამხედრო ინფრასტრუქტურაზე განახორციელეს. უკრაინა ამბობს, რომ აფეთქებები ბელგოროდში რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის არაპროფესიონალური მუშაობის შედეგია. უკრაინული მედია თავდაცვის ძალებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულ მხარეს მიტანილი იერიშის თავიდან აცილება სურდა, თუმცა "არაპროფესიონალური მუშაობის შედეგად" ნამტვრევები ქალაქის ცენტრში ჩამოვარდა. უკრაინის სარაკეტო თავდასხმა რუსეთის მიერ გუშინ მიტანილი ფართომასშტაბური დარტყმების პასუხი იყო. 

***

რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა გუშინ განახორციელა. დაიბომბა კიევი, ხარკივი, ლვივი, ზაპოროჟიე, დნიპრო და ოდესა, სამიზნე ინფრასტრუქტურა იყო. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, სავაჭრო ცენტრები და საავადმყოფოები. ბოლო ონაცემებით, დაღუპულია 39 ადამიანი. 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე სარაკეტო შეტევისას 110-მდე რაკეტა გამოიყენეს.

 


close დახურვა